ახალი ამბები
რომის პაპმა საშობაოდ ერაყელ დევნილებს დაურეკა
კათოლიკური სამყარო დღეს, 25 დეკემბერს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. რომის პაპმა ფრანცისკმა საშობაო ლიტურგიის წინ ქალაქ ერბილში, ერთ-ერთ ბანაკში მყოფ ერაყელ დევნილებს დაურეკა. დევნილებს, რომელთაც "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკებმა" საკუთარი საცხოვრებლის დატოვება აიძულეს, პაპმა მოუწოდა, სულით არ დაეცნენ. "ძვირფასო ძმებო, მე მთელი გულით თქვენთან ვარ", - მიმართა მან დევნილებს და უთხრა, რომ ისინი, როგორც ქრისტე, იძულებული გახდნენ, გაქცეულიყვნენ.
Print