ახალი ამბები
კიევში უმაღლესი რადას დეპუტატებს ხელყუმბარა ესროლეს
კიევში, სასტუმრო "კიევთან" ახლოს, უცნობმა პირმა უმაღლესი რადას დეპუტატებს ხელყუმბარა ესროლა. უკრაინული მედიის ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცმა დეპუტატებს ყუმბარა ფეხებში ესროლა. დეპუტატებს შორის იყო უმაღლესი რადას თავმჯდომარის მოადგილე ანდრეი პარუბიც. "უნიანის" ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა ასევე ხელყუმბარა ესროლა მილიციელებს, რომლებიც მის დაკავებას შეეცადნენ. დაშავებულია ერთი მილიციელი.
Print