ახალი ამბები
მოსკოვის პოლიციამ ორი ქართველი დააკავა
მოსკოვის პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა, რომლებიც, გამოცემა "რეინბოუს" ინფორმაციით, საიუველირო სალონებზე სერიულ ყაჩაღურ თავდასხმებში არიან ეჭვმიტანილები. ერთ-ერთი დაკავებული რუსეთის ტელევიზიის პირველ არხზე პროექტ "გოლოს"-ის ქართველი მონაწილის, ეთერ ბერიაშვილის მეუღლე ბადრი ბებიჭაძეა. მისი ბინის ჩხრეკისას მოსკოვში ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებმა მილიონ რუბლზე მეტი თანხა, ტრავმატული იარაღი, ტელეფონები და ნიღბები ამოიღეს, რომლითაც თავდასხმებს ახორციელებდნენ. გამოძიების ინფორმაციით, მხოლოდ წელს ბებიჭაძემ 23 მილიონი იშოვა.
Print