ახალი ამბები
პროკურატურის რეფორმირების საბჭო მუშაობას იწყებს
ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ პროკურატურის რეფორმირების საბჭოს პრემიერ-მინისტრის დავალებით იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. პირველი შეხვედრა დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაფართოებული ფორმატით გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებულ საჯარო დისკუსიას იუსტიციის მინისტრი, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი გახსნის.
Print