ახალი ამბები
"პროკურატურა აპოლიტიკურია,“ - ირაკლი შოთაძე
საბჭო ასევე შეისწავლის, თუ რა უფლებები აქვთ პროკურორებს და განსაზღვრავს, რა უფლებები დარჩება საგამოძიებო ორგანოს. სხდომას მთავარი პროკურორის მოადგილე, ირაკლი შოთაძეც, ესწრება. შოთაძე ფიქრობს, რომ პროკურატურის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია ხორციელდება. „პროკურატურა არის აპოლიტიკური,“- აცხადებს შოთაძე. შეხვედრას ასევე ესწრებიან დეპუტატები და სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ პროკურატურის რეფორმირება აუცილებელია. დეპუტატი, თინა ხიდაშელი, კი ის ფიქრობს, რომ პროკურატურის სტრუქტურა უნდა შეიცვალოს. „დღეს პროკურატურა არ არის პოლიტიზირებული, მაგრამ ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი სისტემა, როცა პოლიტიზირებასთან დაკავშირებით ეჭვიც კი არავის გაუჩნდება,“- აცხადებს თინა ხიდაშელი.
Print