ახალი ამბები
"ისლამურმა სახელმწიფომ" სიკვდილით 2000-მდე ადამიანი დასაჯა
ბრიტანეთში მოქმედმა „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიამ“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, რომ ივნისიდან დღემდე „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ დაახლოებით 2000 ადამიანი დასაჯა სიკვდილით, მათ შორის დაჯგუფების წევრი 120 უცხოელი მეომარი. ორგანიზაციამ 28 დეკემბერს განაცხადა, რომ დოკუმენტურად აქვს აღწერილი თითქმის 1200 მშვიდობიანი მოქალაქის ობსერვატორიის ინფორმაციით, „ისლამურმა სახელმწიფომ“  სიკვდილით დასაჯა 116 უცხოელი მეომარი, რომელებიც სამშობლოში დაბრუნებას შეეცადნენ.  კიდევ ოთხი მეომარი მოკლეს ექსტრემისტული დაჯგუფების ქცევის კოდექსის დარღვევისთვის. „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა სიკვდილით დასაჯეს სირიის დაახლოებით 500 ჯარისკაცი და სირიაში მებრძოლი სხვა ისლამური დაჯგუფებების თითქმის 100 წევრი.
Print