ახალი ამბები
ბორან "ნორმან ატლანტიკზე" მყოფი მამა ილია კარტოზია გარდაცვლილი იპოვეს
ადრიატიკის ზღვაში ბორან "ნორმან ატლანტიკზე" მყოფი დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მამა ილია კარტოზია გარდაცვლილი იპოვეს . ბორანზე საქართველოს რვა მოქალაქე იმყოფებოდა, რომელთა შორისაც ერთ-ერთი მცხეთაში, დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მამა ილია კარტოზია იყო. ამ მომენტისთვის უკვე ნაპოვნია ბორანზე მყოფი შვიდი ქართველი. ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლილია 10-მდე ადამიანი. ბორანზე სულ 478 მგზავრი იმყოფებოდა, საიდანაც მაშველებმა 200-ზე მეტის გამოყვანა შეძლეს. უმეტესობას დამწვრობები აღენიშნება, რის გამოც ისინი ადგილობრივ საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები.
Print