ახალი ამბები
ნოდარი ხადური - 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულებულია
2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულებულია, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრმა განაცხადა. ნოდარ ხადურისგან ბიუჯეტის შესრულების საკითხით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაინტერესდა. "დღეს დილის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში შესრულება იყო 100,3 %. ახლა გვაქვს ინფორმაცია, რომ მაჩვენებელი კიდევ გაიზარდა. ხვალაც, დღის განმავლობაში ველოდებით დაახლოებით 40-45 მილიონი ლარის ოდენობის გადასახადებს. ერთი სიტყვით, შემოსულობების თვალსაზრისით ბიუჯეტი გადაჭარბებულია. 98 %-ზე მაღალი იქნება ბიუჯეტის გადასახდელების შესრულება, ანუ 2 პროცენტის ათვისება ვერ მოხდა, რაც, ძირითადად, არის ეკონომიებით გამოწვეული. მაგალითად, მთავრობის სარეზერვო ფონდში დღესაც დაბრუნდება თანხა იმის გამო, რომ ეკონიმია იყო იმ კონკრეტული ხარჯის თვალსაზრისით. ასე რომ, ბიუჯეტი შესრულდა, რაც ძალიან კარგი დასაწყისი იქნება მომავალი წლის ბიუჯეტისთვის", - განაცხადა გუშინ ფინანსთა მინისტრმა.
Print