ახალი ამბები
ალასანია პროკურატურას მოუწოდებს, უწყების მაღალჩინოსნების საქმეზე დაკითხონ
ირაკლი ალასანია-"პროკურატურას ორი თვეა ველოდები და ჯერ არ დავუკითხივარ. ხუთი უდანაშაულო ადამიანი იმიტომ ზის ციხეში, რომ ჩემზე უნდოდათ პოლიტიკური იერიშის მოტანა და მოიტანეს კიდეც. პროკურატურა ჭიმავს პროცესს, რატომ?! – იმიტომ, რომ ხელში არაფერი აქვს და უნდა ჰაერიდან შექმნას რაიმე ახალი. მე მოვითხოვ, რომ დავიკითხო. მირჩევნია, მე ვიჯდე იმ ადამიანების ადგილზე, ეს იმდენად მძიმეა ჩემთვის, იმიტომ, რომ ისინი არიან მართლაც წესიერი ადამიანები", - განაცხადა ალასანიამ. თავდაცვის ყოფილი მინისტრი დარწმუნებულია, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს მისთვის ბოდიშის მოხდა მოუწევთ. "იმედი მაქვს, რომ სასამართლო პროცეზე გაირკვევა რეალობა და შემდეგ დარწმუნებული ვარ, მოქმედ და ყოფილ პრემიერ-მინისტრსაც ბოდიშის მოხდა მოუწევთ ჩემთვისაც და იმ ხუთი ადამიანისთვისაც, რომელიც უდანაშაულოდ არის ციხეში", - აღნიშნა ალასანიამ.
Print