ახალი ამბები
ნანი ბრეგვაძე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს დღეს კონცერტს მიუძღვნის
თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში დღეს, ნანი ბრეგვაძის სოლო კონცერტი გაიმართება, რომელსაც ლეგენდარული მომღერალი, უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, 82-ე დაბადების დღეზე მიუძღვნის. კონცერტში ასევე მონაწილეობას მიიღებენ - გიორგი ცაგარელი (ალტი) და საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით. იდეის და სიმღერების ორიგინალური ვერსიების ავტორი და მუსიკალური ხელმძღვანელი - ნიკოლოზ რაჭველია, დამდგმელი რეჟისორი - დავით დოიაშვილი, მუსიკალური პროდუსერი - მარინა ბერიძე, სცენარის ავტორი - თეო ჯორბენაძე, სცენოგრაფია - გოგიკო საყვარელიძე, მხატვარი - ვანო ჭელიძე, გენერალური პროდუსერი - დავით ოქიტაშვილი.
Print