ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ეს ყველაზე მასობრივი აქცია იყო, რომელიც ოდესმე გამართულა საფრანგეთის დედაქალაქში.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, სოლიდარობის მარში გუშინ პარიზის გარდა გაიმართა ქვეყნის სხვა ქალაქებშიც - ლიონი, ბორდო, მარსელი.
"ბიბისის" ცნობით, ათასობით დამიანი შეიკრიბა მსოფლიოს სხვა ქალაქებშიც - ლონდონში, მონრეალში, ბერლინში, ბრიუსელში, ვენაში. მადრიდში შეკრიბილმა მუსლიმებმა კი აქცია გამართეს სახელწოდებით - "არა ჩემი სახელით", აქცია იმ სადგურთან ახლოს გაიმართა, სადაც 2004 წელს ისლამისტების განხორციელებული აფეთქების შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა.
საფრანგეთში გასულ კვირას განხორციელებული ტერაქტების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები