ახალი ამბები
გარემოს დაბინძურებისთვის ახალი სანქციები დღეიდან ამოქმედდება
გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმები დღეიდან ამოქმედდება. ნარჩენების მართვის ახალი კოდექსი ძალაში შედის. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კოდექსის თანახმად, ორ კილოგრამამდე ნარჩენების დაყრის შემთხვევაში, პირი 80 ლარით დაჯარიმდება; ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან ნარჩენის გადაყრის შემთხვევაში - 120 ლარით, ხოლო საცხოვრებელი კორპუსიდან გარემოს დაბინძურების შემთხვევაში, პირი 100 ლარით დაისჯება. თუ აღნიშნული შემთხვევები წლის განმავლობაში ორჯერ განმეორდება ჯარიმის ოდენობა გაორმაგდება.
Print