საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ადგილობრივი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, მწვანე კვირეულში აფახეთის მონაწილეობისა და იქ მისი ცალკე სტენდის გახსნის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.
უწყებაში ამბობენ, რომ დე ფაქტო აფხაზეთს სტენდის მოწყობის მცდელობა მართლაც ჰქონდა, თუმცა საქართველოს საელჩომ გერმანიაში ფაქტი დროულად აღკვეთა.
საოკუპაციო რეჟიმზე დაყრდნობით, ადგილობრივი სააგენტოები ამ დრომდე წერენ, რომ დე ფაქტო მთავრობის ორგანიზებით, აფხაზეთი მსგავსი მასშტაბების საერთაშორისო გამოფენაზე პირველად მოხვდა და „მწვანე კვირეული 2015-ის“ დამთავლიერებლებს აფხაზური ხაჭაპური, ყველი, ღვინო და სხვა პროდუქტები წარუდგინა.
მასალის გამოყენების პირობები