ახალი ამბები
რუსეთის დუმა აფხაზეთთან დადებული "ხელშეკრულების" რატიფიცირებას გეგმავს
შესაბამისი წინადადებით დეპუტატებს დსთ-ს კომიტეტმა უკვე მიმართა. კომიტეტის თავმჯდომარის, ლეონიდ სლუცკის განცხადებით, ეს ისტორიული მომენტი იქნება და პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გახდება სახელმწიფოთა შორის ყველაზე მჭიდრო ინტეგრაციის საფუძველი. მისივე თქმით, ამ დრომდე რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს უკვე 80-მდე ცალკეული შეთანხმება აქვთ მიღწეული სხვადასხვა სფეროებში. მოსალოდნელი რატიფიცირება დუმის ქვედა პალატის სპიკერმა სერგეი ნარიშკინმაც დაადასტურა.
Print