ახალი ამბები
იანვრიდან სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთი გაიზრდება
საქართველოს პარლამენტმა „საგადასახდო კოდექსი“ მიიღო, რომლის გათვალისწინებით, 2016 წლის 1-ელი იანვრიდან აქციზის ფიქსირებული განაკვეთის გაზრდა მოხდება.

კერძოდ, მთავრობის მიერ მომზადებული ცვლილებების შესაბამისად, ფილტრიან სიგარეტზე აქციზი - 0,2 ლარის ოდენობით გაიზრდება, უფილტრო სიგარეტზე - 0,05 ლარით, ერთ ღერ სიგარაზე - 0, 4 ლარით, 20 ღერ სიგარაზე - 0,5 ლარით, ყალიონით მოსაწევ და ერთ კგ საღეჭ, ან საყნოს თამბაქოზე - 5 ლარით.

საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით, 2016 წლის 1-ელი იანვრიდან, ვისკიზე, რომზე, დაფიაზე, ჯინისა და ღვინის ნაყენზე აქციზის განაკვეთის ზრდა 10 ლარიდან 15 ლარამდე მოხდება, ხოლო სხვა ალკოჰოლურ სასმელებსა და ეთილის სპირტზე აქციზის განაკვეთი 10 ლარით გაიზრდება.

აღმასრულებელი ხელისუფლების განმარტებით, აქციზის ზრდა 2016 წლის ბიუჯეტს, დაახლოებით 90 მლნ ლარით გაზრდის.
Print