ზუგდიდში სამოქალაქო ომის დაწყების დღე გაიხსენეს (ვიდეო)
14:33 / 22.12.2015
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ძეგლთან მოძრაობა „ეროვნულების“ წევრები
და მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომელთაც საქართველოში სამოქალაქო ომის
დაწყების დღე გაიხსენეს.
გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ ეს დღე ქართველებმა არასოდეს უნდა
დაივიწყონ, რათა მისი განმეორება არ დაუშვან.
„22 დეკემბერი მწარე რეალობაა და მას სამუდამოდ უნდა ვაქციოთ ზურგი.
საქართველო ერთად უნდა ვაშენოთ და ერთად უნდა ჩავდგეთ ქვეყნის
სამსახურში“, - განაცხადა „ეროვნულების“ გენერალურმა მდივანმა კახა
მიგინეიშვილმა.
ცნობისთვის, 24 წლის წინ, 1991 წლის 22 დეკემბერს, რუსთაველის
გამზირზე ხელისუფლებისა და მისი მოწინააღმდეგეების მხარდამჭერი
შეიარაღებული ფორმირებების დაპირისპირებით დაიწყო. ე.წ. „თბილისის
ომი“ 15 დღე გაგრძელდა და მას, ოფიციალური მონაცემებით, 113 ადამიანის
სიცოცხლე შეიწირა. დაპირისპირება საქართველოს კანონიერი ხელისუფლების
დამხობით და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას
საქართველოდან განდევნით დასრულდა.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ზუგდიდში ე.წ აგენტების კანონთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად,
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, 27-29 აპრილს კი სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები