ახალი ამბები
ზუგდიდში სამოქალაქო ომის დაწყების დღე გაიხსენეს (ვიდეო)
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ძეგლთან მოძრაობა „ეროვნულების“ წევრები და მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომელთაც საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყების დღე გაიხსენეს.

გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ ეს დღე ქართველებმა არასოდეს უნდა დაივიწყონ, რათა მისი განმეორება არ დაუშვან.

„22 დეკემბერი მწარე რეალობაა და მას სამუდამოდ უნდა ვაქციოთ ზურგი. საქართველო ერთად უნდა ვაშენოთ და ერთად უნდა ჩავდგეთ ქვეყნის სამსახურში“, - განაცხადა „ეროვნულების“ გენერალურმა მდივანმა კახა მიგინეიშვილმა.

ცნობისთვის, 24 წლის წინ, 1991 წლის 22 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე ხელისუფლებისა და მისი მოწინააღმდეგეების მხარდამჭერი შეიარაღებული ფორმირებების დაპირისპირებით დაიწყო. ე.წ. „თბილისის ომი“ 15 დღე გაგრძელდა და მას, ოფიციალური მონაცემებით, 113 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაპირისპირება საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობით და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საქართველოდან განდევნით დასრულდა.

Print