ახალი ამბები
რუსი და აფხაზი სამხედროებისთვის სამედიცინო დახმარების საკითხს დუმა განიხილავს
რუსეთის სახელმწიფო დუმაში რატიფიცირებისთვის შევიდა დოკუმენტი, რომელიც დე ფაქტო აფხაზეთთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, სამხედრო მოსამსახურეთათვის სამედიცინო დამხარების გაწევას ითვალისწინებს.

შეთანხმებას 20 თებერვალს მოსკოვში მოეწერა ხელი.

ხელშეკრულებით განისაზღვრება რუსი და აფხაზი სამხედრო მოსამსახურეებისთვის აღნიშნული დახმარების გაწევისთვის აუცილებელი ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, შეთანხმება იმოქმედებს, როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-სამედიცინო ქვედანაყოფებსა და ნაწილებში, ასევე დე ფაქტო აფხაზეთის სამედიცინო ორგანიზაციებში.
Print