ახალი ამბები
ზუგდიდში ბზის შეწამლვის მეორე ეტაპი დაიწყო
ქალაქ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ბზის შეწამლვის მეორე ეტაპი ხორციელდება. ღონისძიებები ბზის მავნებლის წინააღმდეგ ეტაპობრივად მთელს ქალაქს მოიცავს.

ვიცე-მერის გია გულორდავას განმარტებით, შარშან დაიწყო მავნებელი ბზის ალურას შეწამლვა, ხოლო ბზის დასამუშავებელი ბიოლოგიური პრეპარატი დე ფაქტო აფხაზეთის არასამთავრობო ორგანიზაციისგან მიიღეს, რომელსაც ის გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში გადაეცა.

ვიცე-მერის თქმით პრეპარატი საკმაოდ ეფექტურია და შედეგს ორ-სამ დღეში იძლევა.

" მავნებელი ბზის ალურა  ენგურს გაღმაც გავრცელებულია და ორივე მხარის ინტერესში შედის, რომ ეს პეობლემა ერთობლივად გადავწყვიტოთ" - განაცხადა გია გულორდავამ



Print