ახალი ამბები
სოხუმში უძრავ ქონებაზე მორატორიუმის დაწესების საკითხს განიხილავენ
სოხუმში აფხაზური დრამატული თეატრის წინ 100-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, რომელიც უძრავი ქონების გაყიდვაზე მორატორიუმის დაწესებას უჭერს მხარს. აფხაზური მედიის ინფორმაციით, შეკრებილები პარლამენტის სხდომის დასრულებას და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას ელოდებიან.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ორგანიზაციის "აფხაზეთი – ჩვენი სახლი" ხელმძღვანელის რაულ ლოლუას განცხადებით, მათ არაერთხელ მიმართეს "პარლამენტს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას, დააფიქსირეს თავისი პოზიცია" და იმ უარყოფით შედეგებზე მიუთითეს, რაც უცხოელ მოქალაქეებზე უძრავი ქონების გაყიდვას შეიძლება მოყვეს.

ლოლუას თქმით, თუ პარლამენტი არ დაამტკიცებს მორატორიუმს, ისინი კვლავაც ეცდებიან თავიანთი პოზიცია, რომელსაც მოქალაქეების ნაწილი უჭერს მხარს, ხელისუფლებას მიაწვდინონ.


Print