ახალი ამბები
დღეს დიდი ხუთშაბათია
ვნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე საღვთო ლიტურგიას დილის 10:00 საათიდან სამების ტაძარში აღავლენს.

წირვის დასრულების შემდეგ ფეხთბანვის წესი შესრულდება, რომლის დროსაც პატრიარქი მსახურებაში მონაწილე 12 სასულიერო პირს ფეხს დაბანს.
დიდი ხუთშაბათს ტაძრებში თორმეტგზის სახარება იკითხება.
Print