ახალი ამბები
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასაფლაოებამდე უფასო ავტობუსები იმოძრავებენ
ქალაქ ზუგდიდში მცხოვრებთათვის პირველ და ორ მაისს, სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ. ამის შესახებ ინფორმაციას  ზუგდიდის მერია და ააიპ სასაფალოების მართვის ცენტრი ავრცელებს.

II საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან ავტობუსები გავლენ შემდეგი მიმართულებით:
• ქალაქის № 1 ( ჭითაწყარის) სასაფლაო და ქალაქის №6 სასაფლაო
• ქალაქის №2 სასაფლაო (მაცხოვრის კარის სასაფლაო)
• ქალაქის № 4 (საჯვარო) სასაფლაო და საანგუროს სასაფლაო
• ქალაქის №5 (რკინიგზის) სასაფლაო
• ქალაქის № 3 (ქაფათის) სასაფლაო (ცენტრალური ავტოსადგურის გავლით)
რკინიგზის სადგურიდან ავტობუსები გავლენ შემდეგი მიმართულებით:
• ინგირის სასაფლაო
• ქალაქის №5 (რკინიგზის) სასაფლაო
• ქალაქის № 4 (საჯვარო) სასაფლაო და საანგუროს სასაფლაო
• ქალაქის № 1 სასაფლაო დაქალაქის №6 სასაფლაო
• ქალაქის №2 სასაფლაო (მაცხოვრის კარის სასაფლაო)
ცენტრალური ავტოსადგურიდან ავტობუსები გავლენ შემდეგი მიმართულებით:
• ქალაქის №2 სასაფლაო (მაცხოვრის კარის სასაფლაო)
• ქალაქის № 1 სასაფლაო და ქალაქის №6 სასაფლაო
• ქალაქის № 4 (საჯვარო) სასაფლაო და საანგუროს სასაფლაო
ინგურ ქაღალდ კომბინატიდან ავტობუსები გავლენ შემდეგი მიმართლებით:
• ინგირის სასაფლაო
• ქალაქის №5 (რკინიგზის) სასაფლაო (შარტავასა და ქუთაისის ქუჩების გავლით)

უფასო ავტობუსები 06:00 - 15:00 საათამდე ივლიან.


Print