ახალი ამბები
წიგნის "ქალი სუსტი-ქალი ძლიერი" პრეზენტაცია
ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ჟურნალისტის, კლარა ფაჩუაშვილის წიგნის "ქალი სუსტი-ქალი ძლიერის" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი სამი ნაწილისგან შედგება: მემუარები, წერილები და შემოქმედება.

მასში ასევე დართულია მდიდარი ფოტოარქივი, რომელშიც ასახულია ავტორის პირადი ცხოვრება და ცნობები გამოჩენილი ადამიანების შესახებ.

ჟურნალისტმა წიგნი საკუთარი სახსრებით გამოსცა. პრეზენტაცია ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის მხარდაჭერით გაიმართა.

Print