ახალი ამბები
შავი ზღვისპირა საკურორტო ზოლში სადეზინსექციო სამუშოები ჩატარდება
ანაკლიიდან სარფამდე ზღვისპირა ზოლში დაავადებათა გადამტანი მწერების გავრცელების საწინააღმდეგო სადეზინსექციო სამუშაოები იგეგმება.
ამ თემაზე ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე მერაბ ლიპარტია ესწრებოდნენ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ორშაბათიდან შავი ზღვისპირა რეგიონებში მასშტაბური სამუშაოები დაიწყება, რომლის ამოცანა მწერის მიერ გადამტანი დაავადებების პროფილაქტიკა და პრევენცია იქნება.


Print