ახალი ამბები
"პირველი სამედიცინო დახმარება" - ქუჩის აქცია ზუგდიდში (ვიდეო)

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ზუგდიდის ფილიალის ორგანიზებით, წითელი ჯვრისა და წითელი

ნახევარმთვარის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ქუჩის აქცია - "პირველი დახმარება" გაიმართა. ღონისძიების მიზანი პირველი დახმარების კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

გაწვრთნილმა მოხალისეებმა საგანმანათლებლო/საინფორმაციო ლიფლეტები დაარიგეს და პირველი დახმარების პარქტიკული უნარ-ჩვევების დემონსტრირება მოახდინეს.

8 მაისი წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის მსოფლიო დღეა. სწჯს ამ დღისადმი მიძღვნილ კვირეულს ყოველწლიურად მართავს.

 

Print