ახალი ამბები
საპროტესტო აქცია ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან (ვიდეო)

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან საფეხბურთო კლუბის „ზუგდიდი-ზუგდიდის“ თანმაშრომელის დაკავებას მისი ახლობლები აპროტესტებენ. სასამართლოსთან ხმაური მოსამართლის  გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის მიხედვით 70 წლის ამბაკო ქობალიას წელიწად ნახევარი მიესაჯა.

ახლობლების განმარტებით, მსჯავრდებულმა ძმის სავარაუდო მკვლელს მანქანის საქარე მინა დაუზიანა.

საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდი-ზუგდიდის“ დირექტორის გელა ინალიშვილის თქმით, ამბაკო ქობალია უსამართლოდ არის დაკავებული და საფეხბურთო კლუბის წარმომადგენლები ყველაფერს გააკეთებენ სამართლიანობის აღდგენისთვის.

„დაკავებული არის ჩვენი თანმშრომელი, რომელსაც წლების წინ მოუკლეს ძმა, ხოლო მის მკვლელს შემთხვევით ქალაქში შეხვდა და მანქანის მინა ჩაუმტვრია. ამის გამო მიესაჯა წელიწად ნახევარი, მთელი ჩემი კოლექტივით ამ უსამართლობას ვეწინააღმდეგებით“- გელა ინალიშვილმა

Print