ახალი ამბები
მორიგი პროტესტი ხურჩა - ნაბაკევის ე.წ საზღვართან
ხურჩა-ნაბაკევის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მომხდარი მკვლელობა არასამთავრობო ორგანიზაციის და მედიის წარმომადენლებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. ისინი შემთხვევის ადგილზე შეიკრიბნენ და რუსეთის დროშა დაწვეს.

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ ერთობლივი მუშაობით საქართველოს დეოკუპაცია მოახდინონ. ეს არ არის მხოლოდ საზარელი შემთხვევა, ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული ფაქტი“ - განაცხადა „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ თავმჯდომარე ლაშა გიორგაძემ.

შემთხვევა 19 მაისს ხურჩა-ნაბაკევის საგუშაგოსთან მოხდა. გიგა ოთხოზორია დე ფაქტო აფხაზეთის საბაჟოს თანამშრომელმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
Print