ახალი ამბები
გიგა ოთხოზორია დღეს ზუგდიდში დაკრძალეს (ვიდეო)
სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან 19 მაისს მოკლული გიგა ოთხოზორია დადიანების კარის ეკლესიიდან გამოასვენეს და ე.წ ახალ სასაფლაოზე დაკრძალეს.

ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში პანაშვიდი დღეს დილიდან მიმდინარეობდა.

გარდაცვლილის ოჯახს ნათესავებმა, მეგობრებმა, მოქალაქეებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პოლიტიკური პარტიების წევრებმა, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების, პროკურატურის და სასამართლოს თანამშრომლება, ადგილობრივი და ცენტრალური მედიის წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს.

თითეული მათგანი გიგა ოთხოზორიას მკვლელის სათანადოდ დასჯას ითხოვდა.
ყველა ღონისძიება, რომელიც ქალაქში დღის განმავლობაში ჩატარდა, 19 მაისს ხურჩა-ნაბაკევის პირობით საზღვართან მოკლულ გიგა ოთხოზორიას ხსოვნას ეძღვნებოდა.
Print