ახალი ამბები
მერია ოქროს მონეტებს ყიდულობს
ქალაქ ზუგდიდის მერია „საქართველოს ეროვნული ბანკისგან“, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, 1 925 ლარის საინვესტიციო მონეტებს შეისყიდის.

აქედან, 6 ცალი 10 ლარის ნომინალის ოქროს საინვესტიციო მონეტაა ( „ოქროს საწმისი“) , ხოლო 2 სპილენძ -ნიკელის საქართველოს სახელმწიფოებრიობისადმი მიძღვნილი ასევე 10 ლარის ნომინალის საკოლექციო მონეტა.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ოქროს მონეტების შესყიდვაზე 1 846 ლარი გამოიყო, ხოლო 2 სპილენძ -ნიკელის მონეტებისთვის 79 ლარი.



Print