ახალი ამბები
მოქალაქემ მერიას პროტესტის ნიშნად კარი უკან მიუბრუნა (ვიდეო)
ზუგდიდელმა ლალი ცირდავამ თავისი საცხოვრებელი სახლის კარი ჩამოხსნა და პროტესტის ნიშნად მერიის შენობასთან დადო. მისი თქმით, დედამისის, 79 წლის ციალა ჯოჯუას საცხოვრებელი ოთახის გასარემონტებლად ქალაქ ზუგდიდის მერიამ 4 ათას რვაასი ლარი გამოყო,ხოლო ამ თანხის შესაბამისი სარემონტო სამუშაოები მათ საცხოვრებელ ბინაში არ განხორციელებულა.

„რემონტი დაიწყეს,თუმცა მალევე შეწყვიტეს. ყველაფერი ნახევრად არის გაკეთებული. “ - განაცხადა მან. 

კარი მერიის დაცვის თანამშრომლებმა დადებისთანავე აიღეს.

ამ თემასთან დაკავშირებით მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელ მამუკა ციმინტიასთან რადიო „ათინათმა“ ამ დრომდე დაკავშირება ვერ მოახერხა.

ლალი ცირდავას დედა, ციალა ჯოჯუა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ, პროტესტის ნიშნად, ღია ცის ქვეშ 64 დღე იწვა.

მან აქცია მას შემდეგ შეწყვიტა, როცა მერია მას საცხოვრებელი ფართის დაკანონებას და შეკეთებას დაჰპირდა.

Print