ახალი ამბები
"ზუგდიდს" ახალწვეულები ჰყავს

საფეხბურთო კლუბის - "ზუგდიდი" რიგებს ცხრა ახალი ფეხბურთელი შეუერთდა. ისინი გუნდის დასახმარებლად ახალმა მწვრთნელმა ოთარ გაბელიამ მიიწვია.

დღეს ადგილობრივ კლუბს თენგიზ ჩიკვილაძე და ლაშა ჭელიძე შეემატნენ. მათ წინა სეზონი თერჯოლის "საპოვნელაში" გაატარეს.

გიგა ბეჭვაია (ცხინვალი), საბა ლომია (ლიახვი), გიორგი ჭანკოტაძე (ჩიხურა), გივი იოსელიანი (სამტრედია), შოთა ლომია ( წალენჯიხი) და ლაშა კუკავა (ზუგდიდი- "ოდიში") გუნდს გასულ კვირაში შეუერთდნენ. ლომია და კუკავა "ზუგდიდის" აღზრდილები არიან და ისინი საკუთარ კლუბს გაბელიას მოწვევით დაუბრუნდნენ.

რაც შეეხება, "ზუგდიდიელების" კარს, მას ნიკა დაუშვილი დაიცავს.

"ზუგდიდელები ვარჯიშებს "ბაიას" ბაზაზე აგრძელებენ და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მათ ორდღიანი დასვენების ნება მისცა. საქმე იმაში გახლავთ, რომ დღეს არსებული კონტიგენტი, თბილისში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც ფეხბურთელები ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდებიან", - აცხადებენ კლუბის ადმინისტრაციაში.

გუნდს მომავალ კვირას ამხანაგური მატჩები აქვს დაგეგმილი.

Print