ახალი ამბები
დარიალის ხეობაში საავტომობილო მოზრაობა შეიზღუდება
ამინდის გაუარესების გამო დარიალის ხეობაში საგზაო მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა იზღუდება. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

"პროგნოზის გათვალისწინებით, 7 ივლისამდე  შესაძლო რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება დარიალის ხეობაში, საგზაო მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით. მოძრაობა აღდგება მას შემდეგ, რაც შესაბამისი კომპეტენციის უწყებები მეტეოროლოგიური და გეოლოგიური თვალსაზრისით გამორიცხავენ აღნიშნული რისკების დადგომის შესაძლებლობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

23 ივნისს ძლიერი წვიმების შედეგად, დევდორაკის ხეობიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა გადაკეტა მდინარე თერგის კალაპოტი, რის შედეგადაც მდინარე თერგმა შეიცვალა მიმართულება და მოვარდნილმა წყალმა წაიღო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის დაახლოებით 800-მეტრიანი მონაკვეთი.

Print