ახალი ამბები
ანაკლიაში დევნილთა საარსებო წყაროების განვითარებაზე ისაუბრეს (ვიდეო)

სასტუმრო „ანაკლიაში“ დევნილთა საარსებო წყაროების სააგენტომ სამუშაო შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან გამართა. მათ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს  სააგენტოს მიერ შემუშავებული პროექტი გააცნეს, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირებისა და მასპინძელი თემების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას და მათი საარსებო წყაროების განვითარებას ეხებოდა.

ლტოლვილთა დანიის საბჭოს პროექტის მენეჯერის ეკა გვალიას თქმით, შეხვედრა ასევე რეგიონული ეკონომიკური განვითრების გეგმებისა და მუნიციპალური პროგრამების გაცნობას ითვალისწინებდა.

„ჩვენმა ორგანიზაციამ აღნიშნული პროექტის ფარგლებში დღეს ანაკლიაში შეხვედრა გაიმართა, რომელიც დევნილთა საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სტრატეგიების და სამოქმედი გეგმების თვითმართველობისთვის გაცნობას ისახავდა მიზნად ,“-აღნიშნა მან.

პროექტს სახელწოდებით „დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე“ ფარგლებში, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად ევროკავშირის (EU) ფინანსური ხელშეწყობით საქართველოს 5 რეგიონში ახორციელებს.


Print