ახალი ამბები
ზუგდიდში კარატეს საერთაშორისო ტურნირი პირველად ჩატარდა
ქალაქ ზუგდიდში კარატეს საერთაშორისო ტურნირი გაიმართა,რომელშიც ჩეხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის ყაზახეთის, ირანის სომხეთის, რუსეთის და საქართველოს გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.გუნდური შეჯიბრებები ორ ასაკობრივ ჯგუფში - 8-დან 13 წლამდე და 14-დან 18 წლამდე ჩატარდა.

13 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში პირველი ადგილი თბილისის კლუბმა "ალიგატორი" დაიკავა, მეორე ასაკობრივ ჯგუფში კი პირველი ადგილი სამეგრელოს გუნდმა მოიპოვა. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები, მედლები, თასები და სიგელები გადასცეს.

ღონისძიება საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას ინიციატივითა და სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით შედგა.

კარატეს საერთაშორისო ტურნირი ზუგდიდში წელს პირველად, "ახალგაზრდობის წლის" ფარგლებში, ჩატარდა და ის ამიერიდან ყოველწლიურად გაიმართება.

ცნობისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა მიმდინარე წელი რეგიონში ახალგზარდობის წლად გამოაცხადა.

Print