ახალი ამბები
სამხედრო გადატრიალებას თურქეთში 60 ადამიანი ემსხვერპლა
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებული 1563 ადამიანი დააკავეს. განგაში გვიან ღამით დაიწყო. სამხედროებმა ქვეყნის ყველა სტრატეგიული ობიექტი დაიკავეს, მათ შორის პრეზიდენტის სასახლე, პარლამენტისა და სახელმწიფო ტელევიზიის შენობები.

დაიხურა ქვეყნის აეროპორტებიც. შეირაღებული ძალების მმართველობაზე კონტროლის დამყარების მცდელობის შემდეგ ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოცხადდა. გადატრიალების ორგანიზატორები ამბობენ, რომ მათი მიზანი იყო ქვეყანისთვის მმართველი მთავრობისა და პრეზიდენტ ერდოღანის ჩამოშორება.

თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალებას 60 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 17 პოლიციელია. ხოლო დაშავებულთა რაოდენობას რამდენიმე ასეულს შეადგენს.


Print