ახალი ამბები
თურქეთიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები გაუქმდა
სტამბულის ათათურქის აეროპორტიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რეისი დღეს, დილის 09:20 საათზე უნდა შესრულებულიყო, თუმცა თურქეთიდან რეისი არ განხორციელდა. ბათუმის აეროპორტის ინფორმაციით, რეისი ბათუმიდან თურქეთის მიმართულებითაც გაუქმებულია. ფრენა 10:35 საათზეც იყო დაგეგმილი, თუმცა გაუქმდა.

ისინი ვერც იმას აკონკრეტებენ, თუ როდის განხორციელდება შემდეგი რეისები. თურქეთში შეიარაღებული გადატრიალება გუშინ გვიან ღამით დაიწყო და სიტუაცია ჯერ კიდევ არასტაბილურია.


Print