ახალი ამბები
თურქეთში დაღუპულთა რაოდენობა მატულობს
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია, რომელიც ადგილობრივი დროით 14.00 საათისთვის არის ჩანიშნული. "ალ-ჯაზირას" ინფორმაციით, ის პარლამენტის შენობაში გაიმართება.

თურქეთის სახელისუფლებო ძალების მეთაურის გენერალ უმიტ დუნდარის ინფორმაციით, ამ დროისთვის, სამხედრო გადატრიალების 104 ორგანიზატორია ლიკვიდირებული. მისი თქმით, გარდაცვლილთა შორის 41 პოლიციის თანამშრომელი და 47 სამოქალაქო პირია. ჯამში დაღუპულთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა.

თურქეთში შეიარაღებული გადატრიალება გუშინ გვიან ღამით დაიწყო. შეირაღებული ძალების ნაწილმა განაცხადა, რომ მმართველობაზე კონტროლის დამყარებას გეგმავდა, რის შემდეგაც ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოაცხადა.

ამავე თემაზე:

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა გაძლიერდა

თურქეთიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები გაუქმდა

თურქეთში კვლავ დაძაბული ვითარებაა

სამხედრო გადატრიალებას თურქეთში 60 ადამიანი ემსხვერპლა
Print