ახალი ამბები
თურქეთის მიმართულებით სასაზღვრო გამტარ პუნქტებში შეზღუდვა მოხსნილია
საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის მიმართულებით გადაადგილება უკვე შეუფერხებლად შეუძლიათ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო და საზღვაო საზღვრის, ასევე, საქართველოს აეროპორტების გამტარი პუნქტებიდან, საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით გადაადგილება შეუფერხებლად შეუძლიათ. სასაზღვრო გამტარ პუნქტებში საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით დაწესებული შეზღუდვა მოხსნილია“, - ნათქვამიას შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დილიდან  გადაადგილება თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით შეზღუდული იყო.

ამავე თემაზე:

თურქეთში დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

თურქეთის სამხედრო ამბოხში რუსი მფრინავი მონაწილეობდა

თურქეთში დაღუპულთა რაოდენობა მატულობს

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა გაძლიერდა

თურქეთიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები გაუქმდა

თურქეთში კვლავ დაძაბული ვითარებაა

სამხედრო გადატრიალებას თურქეთში 60 ადამიანი ემსხვერპლა

Print