ახალი ამბები
გიორგი კვირიკაშვილმა თურქ ხალხს მიუსამძიმრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა სამძიმარი გამოუცხადა თურქ ხალხს დაღუპულთა გამო, რომელთაც თავი შესწირეს თურქეთში დემოკრატიის დაცვას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ძლიერი და დემოკრატიული თურქეთი მნიშვნელოვანია რეგიონში განვითარებისა და სტაბილურობისთვის და კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა თურქეთის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას.

თურქეთის პრემიერ- მინისტრმა კი მადლიერება გამოთქვა საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის მხრიდან ქვეყნის სტაბილურობისა და დემოკრატიის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის.

ორი ქვეყნის პრემიერ- მინისტრებმა აღნიშნეს, რომ 19 ივლისს, ანკარაში, გაიმართოს საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი სხდომა.



Print