ახალი ამბები
თურქეთის ამბოხში დაკავებულთა შორის 426 მოსამართლეა
თურქეთში, ამბოხში მონაწილეობის ბრალდებით, ექვსი ათასამდე ადამიანია დაკავებული. ამის შესახებ თურქეთის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით „ბი-ბი-სი“ იუწყება.

საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ თურქეთში 51 სამხედრო მაღალჩინოსნის დაკავების შესახებ წერს. მათ შორის არის დენიზლის გარნიზონისა და სპეცდანიშნულების მე-11 რაზმის სარდალი, გენერალი ქამილ ოზჰან ოზბიქირი.

დაკავებულები იზმირის ციხეში იმყოფებიან. ასევე დაკავებულია 426 მოსამართლე.

Print