ახალი ამბები
ზუგდიდში უსაფრთხო მიგრაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა (ვიდეო)

დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ასოციაციამ  „მერკური“ და მიგრაციის საერთაშორისო ორგნიზაცია (IOM) საინფორმაციო შეხვედრა გამართა, უსაფრთხო მიგრაციასა და ვიზალიბერალიზაციის შესახებ.

შეხვედრის მიზანი იყო დაინტერესებული მოქალაქეებისთვის სანდო და უახლესი ინფორმაციის მიწოდება საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმების, სწავლისა და გაცვლითი პროგრამების, ასევე, არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებულ რისკებსა და მათი პრევენციის შესახებ.

პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს MRC-მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ, დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი კოკაიამ და IOM-ის წარმომადგენელმა ნათელა მჟავანაძემ.

შეხვედრას დაესწრნენ ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრებო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.


Print