ახალი ამბები
თურქეთში საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს
პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით თურქეთში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს. მათ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულში ედებათ ბრალი. დაკავებულები ავტომობილის გაძარცვას ცდილობდნენ, პოლიციელმა კი მათი შეჩერება სცადა, რა დროსაც ბოროტმოქმედებმა მას სასიკვდილო ჭრილობები ყელისა და მუცლის არეში მიაყენეს.

სამართალდამცავი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.

არხის ცნობით, შემთხვევა მარმარისში მოხდა. მათივე ცნობით, თურქეთში საქართველოს კონსული მარმარისში შემთხვევის ადგილზე მიემგზავრება.




Print