ახალი ამბები
Turkish Airlines - ში თანამშრომლები დაითხოვეს

თურქულმა სახელმწიფო ავიაკომპანიამ Turkish Airlines 211 თანამშრომელი დაითხოვა, ისინი ოპოზიციონერ ფეთხულა გიულენთან კავშირში არიან

ეჭვმიტანილები.

კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ კონტრაქტების შეწყვეტის მიზეზად ოპერატიული აუცილებლობა, ასევე, თანამშრომლების გიულენის მიერ დაფუძნებულ მოძრაობასთან კავშირი იქცა.

ევროპის, სიდიდით მეოთხე, ავიაგადამზიდავი აღნიშნულ გათავისუფლებებთან დაკავშირებით კომენტარებს არ აკეთებს.

თურქეთის მთავრობის მიერ გათავისუფლებულია - 9 ათასი პოლიციელი, 3 ათასი მოსამართლე და 6 ათასი სამხედრო მოსამსახურე, ასევე მასწავლებლები და უნივერსიტეტების დეკანები. ბი ბი სი -ს ცნობით,დღეს 42 ჟურნალისტის დაპატიმრებასთან დაკავშირებით გაიცა ორდერები.

თურქეთის მთავრობამ და პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა სამხედრო გადატრიალების მოწყობაში ისალმისტი ფეთხულა გიულენის მოძრაობა დაადანაშაულეს, რომელიც ერთ დროს მოკავშირედ ითვლებოდა. თავად გიულენი ამ განცხადებას შეურაცხყოფად მიიჩნევს.

 

Print