ახალი ამბები
რა თანხა დაუჯდება ზუგდიდის ბიუჯეტს მოსახლეობის ინფორმირებულობა

ქალაქ ზუგდიდის მერია მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობების საზოგადოებისათვის გაცნობის მიზნით, საინფორმაციო ფლაერების დაბეჭდვას გეგმავს. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 600 ლარი გამოიყო.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საინფორმაციო ბუკლეტი ფერადი იქნება და თვეში - 12 ათასი, ხოლო 5 თვის განმავლობაში - 60 ათასი ცალი დაიბეჭდება.

გამჭვირვალობისა და მოსახლეობის ინფორმაციული უზრუნველყოფისთვის, ზუგდიდის მერია, ასევე, გაზეთის - "მერია NEWS" გამოცემასაც გეგმავს. გაზეთი 4-8 გვერდიანი (პირველი და ბოლო გვერდი ფერადი) იქნება, სადაც სხვადასხვა თემატიკის მასალები განთავსდება. ის ყოველი თვის ბოლოს 5-ათასიანი ტირაჟით გამოვა. გამოცემისთვის, რომელიც მიმდინარე წლის დარჩენილ პერიოდში გამოვა, 8 886 ლარი დაიხარჯება.

ზუგდიდის საკრებულო, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, სხდომების "ლაივსტრიმის" რეჟიმში გასაშუქებლად, კამერას შეიძენს, რისთვისაც
7 335 ლარი გამოიყო.

ჯამში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ზემოაღნიშნული მიზნებისთვის, 20 ათასამდე ლარი დაიხარჯება.

Print