ახალი ამბები
აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენა და სპექტაკლი ზუგდიდში (ვიდეო)
"ომი აქ არის. ის ხილულია, როგორც არასდროს. და ყველგან არის", - ასე იწყება ადელ ჰაკიმის მონოსპექტაკლი - "დამსჯელი 14", რომელიც ზუგდიდის მოსაწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დარბაზში წარმოადგინეს. სპექტაკლი 8 აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას მიეძღვნა.

ამავე დარბაზში გამოიფინა ზუგდიდელი ფოტოგრაფის ლევან გაბეჩავას აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოები. ღონისძიება ზუგდიდის მერიის ინიციატივით გაიმართა.

ცნობისთვის, "დამსჯელი 14", ზუგდიდის თეატრში ბადრი წერედიანის რეჟისორობით დაიდგა, რომელშიც ერთი მსახიობი - ირაკლი სამუშია მონაწილეობს.

Print