ახალი ამბები
ადვოკატი: ჯიხაშკარის საქმეზე ბრალდებულმა სტრესული შოკი მიიღო
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ჯიხაშკარის 108-ე საარჩევნო უბნის დარბევის ფაქტზე ბრალი კაკო ტიბუას წარუდგინეს, რის შემდეგაც ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

როგორც ტიბუას ადვოკატმა როლანდ შონიამ რადიო „ათინათთან“ საუბრისას განაცხადა, დაკავებული, მესამე დღეა, ჰიპერტონული კრიზის ქვეშ იმყოფება.

„აბსურდული გარემოებების გაცნობის შემდეგ მიიღო სტრესული შოკი, დაკარგა გონება. ვერ ვხვდები, ამ დრომდე, რატომ არ არის სტაციონარში გადაყვანილი“, - თქვა შონიამ.

მისივე განმარტებით, მიუხედავად სასწრაფოს ექიმის რეკომენდაციისა, დაკავებულის საავადმყოფოში გადაყვანის ნება არ მისცეს.

კაკო ტიბუას ბრალი სსკ 163-ე მუხლით წარედგინა, რაც საარჩვენო კომისიისთვის მუშაობაში ხელის შეშლას გულისხმობს.

Print