ახალი ამბები
კონფლიქტისპირა სოფელში სტადიონი გაიხსნა (ვიდეო)
სოფელ კოკში საქართველოში სლოვაკეთის საელჩოსა და ზუგდიდის გამგეობის ერთობლივი ინიციატივითა და თანადაფინანსებით სტადიონი გაიხსნა.
სიმბოლურად, აფხაზეთიდან დევნილმა და ადგილობრივმა მოზარდებმა მეგობრული მატჩი ჩაატარეს.

სტადიონის გახსნის ცერემონიას სლოვაკეთის ელჩი რუდოლფ მიხალკა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფლიქტისპირა სოფელში სტადიონის მოსაწყობად სულ 25 ათასი ლარი დაიხარჯა.

Print