ახალი ამბები
იანოშ ჰერმანი: ყველაფერს ვაკეთებთ ვიზალიბერალიზაციის მალე მისაღებად
ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ.

კონკრეტული თარიღის დასახელება არ შემიძლია, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველა ჩვენგანს ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია, რათა ეს გადაწყვეტილება, რაც შეიძლება, მალე მივიღოთ“, - განუცხადა ჰერმანმა ჟურნალისტებს.

26 ოქტომბერს ევროპარლამენტმა მიმართა ევროკავშირის საბჭოს მოწოდებით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების მიზნით დაიწყოს მოლაპარაკებები „შემდგომი გადავადების გარეშე“.

ევროდეპუტატები აღნიშნავენ, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებისკენ მიმართული მოლაპარაკებების გადავადების რეალური მიზეზი არ არსებობს და ევროკომისიამ დაადასტურა, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

Print