ახალი ამბები
სოფელ ხაბუმეში წყალმომარაგების რეაბილიტაცია დასრულდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეს რამდენიმე ქუჩაზე მოწესრიგდა შიდა ინფრასტრუქტურა და 2300 მეტრი სიგრძის სრულიად

ახალი ქსელი მოეწყო.

სოფლის მოსახლეობის ნაწილი და სკოლა წყალმომარაგების ქსელის არარსებობის გამო, წლების განმავლობაში, წყალს ვერ იღებდა, სამუშაოების დასრულების შედეგად კი ათეულობით ადგილობრივი და სოფლის სკოლა 24 საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

გუბერნიის ადმინისტრაციის ცნობით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სახსრებით განხორციელდა.


 

 

Print