ახალი ამბები
თოვლის გამო საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა.

ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზეც (ნარდევანი–ფარავანი) კმ94–კმ110. ასევე ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 მონაკვეთზე.

აღნიშნული რეჟიმის უზრუნველყოფა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


Print